როგორც ცნობილია, კანიე უესტს ყოფილი ასისტენტი, ლორენ პიშოტა სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. სულ ცოტა ხნის წინ, მედიაში გოგონას სარჩელის დეტალები გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ეპატაჟური ჰიპ-ჰოპ არტისტი თავის ოფისში ორგიებს მართავდა, ამისი კოორდინატორი კი მისივე მეუღლე ბიანკა ჩენსორი გახდათ.
„მისი ოფისი, ნამდვილი სექს-მოედანი იყო, ორგიების ორგანიზატორი კი თავად ბიანკა გახლდათ. ის დიდი სიამოვნებით იღებდა მონაწილეობას უესტის სექსუალურ თამაშებში. ერთხელ კანიემ მე ყელში მომიჭირა ხელი, ბიანკა კი ამან სრულებითაც არ აღაშფოთა“ – ჰყვება პიშოტა.
ასევე, ახალ განცხადებაში მან შოკისმომგვრელ დეტალებზე ისაუბრა. ის აცხადებს, რომ უესტისა და ჩენსორის მიმოწერა წაიკითხა, რომელშიც ეპატაჟური ჰიპ-ჰოპ არტისტი მეუღლეს ეუბნებოდა, რომ მის დედასთან სექსუალური კავშირის დამყარება სურდა.
კანიე უესტი სიდედრს გადაწვდა – მედიაში შოკისმომგვრელი დეტალები ვრცელდება
„კანიე უესტი ცოლთან ერთად ორგიებს მართავდა“- ლორენ პიშოტა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს