საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლის გადაწყვეტილებაზე საუბრობს “ტვ პირველთან” ინტერვიუში და აღნიშნავს, რომ მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.
„ყოველთვის არსებობს ხანმოკლე მომენტები ყოყმანის, მაგრამ ამასწინათ დედაჩემმა მითხრა, აბსოლუტურად სწორ დროს ჩამოხვედიო და იგივე მითხრა ჩემმა შვილმა ედუარდმა, რომელიც მანამდე ჩემი ჩამოსვლის კატეგორიული წინააღმდეგი იყო – „შენი ინტუიცია უფრო სწორი აღმოჩნდაო“.
ამავე ინტერვიუში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ მის მიერ ციხის საკნიდან გამოხედვის გამო, მე-12 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი გაათავისუფლეს
სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და უკვე 37-ე დღეა შიმშილობს.
ოპოზიციამ აქციები უკვე გაიმართა სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. პარალელურად, მოქალაქეები ყოველდღიურად იკრიბებიან რუსთავის ციხესთან და მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას, ასევე, მის გათავისუფლებას ითხოვენ.