LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყოველთვის ეხმარებოდი სხვებს და შენი ბოლო წუთებიც სხვის გადარჩენაში გაატარე“ – კვარიათში, ზღვაში დაღუპული ბიჭის ვინაობა ცნობილია

1381
Untitled design (1)

გუშინ, კვარიათში ზღვაში გაუჩინარებული ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ახალგაზრდა საჩინო მაკარიძეა. როგორც ცნობილი ხდება, ის დასთან და სტუმარ გოგონასთან ერთად იმყოფებოდა ზღვაზე. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა საჩინო ერთ-ერთი გოგონას დახმარებას ცდილობდა, რომელმაც სავარაუდოდ ცურვა არ იცოდა.

„საჩინოსნაირი ჩინებული ადამიანი ცოტა შემხვედრია ცხოვრებაში.ზედმეტად კეთილი იყო, სულ გიღიმოდა და ცდილობდა რაიმე ისეთი გაეკეთებინა რაც სიხარულს მოგიტანდა. არ მინდა ამ სიუჟეტის გახსნა, ვიცი მასზეა, არაფერ ტრაგიკულს არ იმსახურებდა ეს ბიჭი. არც ის გამიკვირდა რომ სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაიმეტა თავისი სიცოცხლე. დარწმუნებული ვარ განისვენებს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ. მარადიული ხსოვნა მის სულს…

ყოველთვის ეხმარებოდი სხვებს და შენი ბოლო წუთებიც სხვის გადარჩენაში გაატარე. ბოლო წუთამდე იმედი მქონდა, რომ ოჯახს ცოცხალი დაუბრუნდებოდი მაგრამ ეს იმედიც გაგვიქრე შენი ლამაზი სულისთვის ვილოცებ ღმერთმა ცათა სასუფეველი დაგიმკვიდროს“ – წერენ გარდაცვლილის ახლობლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები