დიზაინერი ანუკი არეშიძე ინსტაგრამზე, ჯვრისწერის დღეს, შვილებთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ფოტოზე ლევანიკოს მისი უმცროსი ძმა, წყვილის მეოთხე შვილი ნიკოლა ხელში უჭირავს.
ანუკი არეშიძე წერს, რომ უფროსი ძმა ნაბოლარაზე განსაკუთრებით ზრუნავს.
“იმედია ისევე იზრუნებენ ერთმანეთზე და ისევე ეყვარებათ ერთმანეთი, როგორც ახლა უყვართ. ლევანიკოს განსაკუთრებით უყვარს თავისი ნაბოლარა ძმა, ყოველთვის მეხმარება მის მოვლაში და უფლის მადლიერი ვარ, რომ ასეთი მზრუნველი ბიჭი მაჩუქა,” – წერს ანუკი არეშიძე.
თბილისის მერმა კახა კალაძემ და დიზაინერმა ანუკი არეშიძემ 11-წლიანი თანაცხოვრების და მეოთხე ბავშვის შემდეგ ჯვარი დაიწერეს. ჯვრისწერის ცერემონია გრემის ტაძარში გაიმართა, ხოლო საქორწინო ღონისძიებისთვის სტუმრებმა წინანდალში, რედისონის სასტუმროში გადაინაცვლეს.
წყვილს 4 შვილი ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა კალაძეები ჰყავთ.