კრიტიკოსები მას „ფრანგ ფრენკ სინატრას“ ეძახიან, მუსიკის მოყვარულებისთვის კი, ის ნოსტალგიური და რომანტიკული სიმღერების საუკეთესო შემსრულებელია. სხვა მუსიკოსებისგან განსხვავებით, მას ცხოვრებაში დიდი ხნის მანძილზე არ უმართლებდა, წარმატებას მთელი 20 წელი ელოდა. კომპოზიტორი, პოეტი, მსახიობი, რეჟისორი და შანსონის მეფე 94 წლი ასაკში, გულის მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა. ის არ აპირებდა მუსიკიდან წასვლას სიკვდილამდე, მეტიც, 100 წლის იუბილეზე გრანდიოზული კონცერტისთვის ემზადებოდა.
შარლ აზნავური, ანუ იგივე შაჰნურ ვახინაკ აზნავურიანი საფნარგეთში, სომეხი ემიგრანეტების ოჯახში დაიბადა. სასცენო ფსევდონიმზე ბევრი არ უფიქრია, სახელი და გვარი შეამოკლა. 2008 წელს სომხეთის ხელისფლებამ მას მოქალაქეობა მიანიჭა და მალევე ის შვეიცარიაში სომხეთის ელჩად დაინიშნა. მას ძალიან უყვარდა მშობლიური მხარე და ბევრი სიმღერაც ქვეყნის სიყვარულზე ჰქონდა ჩაწერილი. მეტიც, ის იუნესკოში, სომხეთის საპატიო ელჩის ტიტულს ატარებდა. 1988 წელს აქტიურად იყო ჩართული ჰუმანიტარულ მისიაში, რომელიც სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის თანხას აგროვებდა. დღეს ერევნის მთავარ მოედანს შარლ აზნავურის სახელი ჰქვია, ქალაქ გიუმრიში არის მისი სახელობის ქანდაკებაც.
სცენაზე პირველად 9 წლის ასაკში გამოვიდა. პარიზის ერთ-ერთ თეატრში მან ეპიზოდური როლი შეასრულა, დღეს მის ანგარიშზე 800-ზე მეტი სასიყვარულო სიმღერაა. აზნავური იყო არაჩვეულებრივი მსახიობიც, 1971 წელს მან ,,ვენეციის კინოფესტივალის” მთავარი პრიზიც მიიღო და ჯამში 70-მდე კინოსურათში ითამაშა. ყველაზე ცნობილი ფილმებია „ეშმაკი და 9 მცნება“, „ჩინელი“ და „არარატი“. მან რეჟისორის ამპლუაშიც გაითქვა სახელი, რადგან წარმატებით დადგა რამდენიმე ცნობილი ოპერეტა.
შარლ აზნავური ჟურნალმა Time მე-20 საუკუნის საუკეთესო საესტრადო არტისტად დაასახელა. სიმღერამ სახეწლოდებით She, ამერიკაში ერთდროულად ,,ოქროსა და პლატინის დისკის ტიტული” მიიღო. მაესტროს საოცრად არ უყვრადა საუბარი პირადზე, თუმცა ცნობილია, რომ ის სამჯერ იყო დაქორწინებული. ამბობენ, რომ ერთადერთი ქალი, რომელიც უყვრადა, ედიტ პიაფი იყო. წყვილმა ერთმანეთი ერთ-ერთ ბარში გაიცნო, ერთად 8 წელი გაატარა, თუმცა საქმე ქორწილამდე არ მივიდა.
შარლ აზნავური ცნობილი იყო იმით, რომ საოცრად არ უყვარდა საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა: „ყოველთვის უნდა იცხოვრო ისე, თითქოს 30 ან 40 წლის ხარ“ – ამბობდა მუსიკოსი.