LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველთვის ვიცავთ მშვიდობას და ვეწინააღმდეგებით ომს – ჩინეთის პოზიცია ისტორიის სწორ მხარესაა: ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

180
1569389368-ვან-ი-1024x657

„ყოველთვის ვიცავთ მშვიდობას და ვეწინააღმდეგებით ომს – ჩინეთის პოზიცია ისტორიის სწორ მხარესაა“, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ი-მ განაცხდა.

მისი განმარტებით, ჩინეთი არ იღებს რაიმე გარე იძულებას ან ზეწოლას და ეწინააღმდეგება ჩინეთის წინააღმდეგ ყოველგვარ უსაფუძვლო ბრალდებას ან ეჭვს.

„პრეზიდენტი სი ძინპინი ძალიან მკაფიო და ყოვლისმომცველი იყო ჩინეთის პოზიციის შესახებ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ ჩინეთი ყოველთვის არის მშვიდობის ძალა მსოფლიოში. ჩვენ ყოველთვის ვიცავთ მშვიდობას და ვეწინააღმდეგებით ომს, ეს არის არა მხოლოდ ჩინეთის ისტორიული და კულტურული ტრადიცია, არამედ ჩვენი თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკა. ამიტომ, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად, ობიექტურად და სამართლიანად, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე. ჩვენ არ ვიღებთ რაიმე გარე იძულებას ან ზეწოლას და ვეწინააღმდეგებით ჩინეთის წინააღმდეგ ყოველგვარ უსაფუძვლო ბრალდებას ან ეჭვს“, – აღნიშნა ვან ი-მ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g