LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ 1600 დოლარია” – საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას 1 წლის ვადით შეძლებენ

306
შინმოვლა

საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მიეცათ.

საქართველოსა და ისრაელის მთავრობებს შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, ქართველები ისრაელში ლეგალურად დასაქმებას დროებით, კონკრეტული მიმართულებით შეძლებენ. საქართველო არის პირველი ქვეყანა, რომელსაც ისრაელის ხელისუფლებამ მიმართა უცხოელი დამხმარე პერსონალის მოვლის დაწესებულებებში დასაქმების მიზნით.

აღნიშნულ თემაზე რადიო “ფორტუნას” გადაცემაში “ბიზნესკურიერი” ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა ისაუბრა.

 

 

როგორც მან აღნიშნა, მუშაობის შესაძლებლობა 25-დან 45 წლამდე საქართველოს მოქალაქეებს მიეცემათ.

შეირჩევიან ისინი ვისაც აქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.

რაც შეეხება სამუშაო ადგილს, ეს იქნება ხანგრძლივი მოვლის სპეციალური დაწესებულებები, სადაც ჩვენი მოქალაქეები იმუშავებენ.

“პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ 1 წლის ვადით შეეძლებათ ჩვენს მოქალაქეებს ისრაელში დასაქმება, სამუშაო საათებთან მიმართებაში, სტანდარტული სრული სამუშაო განაკვეთი ამ სფეროში ისრაელში არის კვირაში 6 დღე და 42 საათი, მეტი აღქმისთვის, ანაზღაურება შეკელიდან დოლარში რომ გადმოვიყვანოთ, დაახლოებით 1600 დოლარი არის თვიური ანაზღაურება, დარიცხული ხელფასი ამ სფეროში.

რაც შეეხება ზეგანაკვეთურ სამუშაოებს, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებს სურვილის შემთხვევაში ექნებათ ზეგანაკვეთურად მუშაობის შესაძლებლობა.

განსხვავებულად ანაზღაურდება ყოველი ზეგანაკვეთური საათი,”- აღნიშნა “ფორტუნას”ეთერში ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა.

შეკითხვაზე –  შევლენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები სამუშაოდ ისრაელში, თუ არ იქნებიან აცრილები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, გიორგი ბუნტურმა განაცხადა, რომ “ისრაელი ვაქცინაციის კუთხით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მაგრამ არ არის მოთხოვნა, რომ ჩვენს მოქალაქეებს წინასწარ ჰქონდეთ ვაქცინა გაკეთებული.

თუმცა ისრაელში ჩასვლის შემდგომ, თვითონ ისრაელის მხარე იღებს ვალდებულებას, რომ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც საბოლოოდ შეირჩევიან და სამუშაოდ ჩავლენ, იქ მოახდენს ორივე დოზით ვაქცინაციას.”

 

magti 5g