LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წელი იქნება საჭირო” – ცნობილია, რამდენ ხანში იქნება მზად „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა

249
BeFunky-collage (2)

„ჩვენ ვაქცინაციით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და გლობალური ეკონომიკის ტრილიონობით დოლარი გადავარჩინეთ”, – აცხადებს კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალბერტ ბურლა BBC-სთან ინტერვიუში დ ამბობს, რომ  კორონავირუსის საწინააღმდეგო ყოველწლიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ, კიდევ მრავალი წელი იქნება საჭირო.

მისივე თქმით, კომპანია Pfizer-ი  ახლა მუშაობს „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინაზე, რომელიც, სავარაუდოდ 100 დღეში იქნება მზად.

„ვაქცინის მიღების გადაწყვეტილება გავლენას არ მოახდენს მხოლოდ თქვენს ჯანმრთელობაზე, ეს გავლენას მოახდენს სხვების ჯანმრთელობაზეც და განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, რომლებიც ყველაზე მეტად გვიყვარს. ასე რომ, გამოიჩინე გამბედაობა, დაძლიო შიშები და მოიქეცით სწორად“, – განაცხადა ალბერტ ბურლამ.

ცნობისთვის, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები მატულობს. ე.წ. ომიკრონი უკვე 30-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვარაუდობს, რომ უახლოეს თვეებში „ომიკრონი“ ევროპაში დომინანტი შტამი გახდება.

ცერცვაძე: სულაც არ არის ტრაგედია, უნდა შევეგუოთ იმას, რომ „ომიკრონი“ ყველგან თუ გავრცელდა, საქართველოშიც გავრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g