LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყურადღება!! რუსებმა მასიურად ჩამოაგდეს მძიმე ბომბები.. უკვე დაჭრილ სამხედროებს შორის არიან დაღუპული.. კადრები დაბომბვისთანავე გადაიღეს“ – რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ქუფარაშვილი

24036
BeFunky-collage

“აზოვის” ბატალიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ქუფარაშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, სადაც წერს, რომ მარიუპოლის ქარხანა “აზოვსტალის” ტერიტორიაზე, სადაც არიან დაჭრილი დამცველები, რუსებმა მასიურად ჩამოაგდეს მძიმე ბომბები.

“ყურადღება!!! მთელი ღამე სამხედრო საველე ჰოსპიტალში, რომელიც მდებარეობს მარიუპოლის ქარხანა “აზოვსტალის” ტერიტორიაზე და სადაც არიან დაჭრილი დამცველები, რუსებმა მასიურად ჩამოაგდეს მძიმე ბომბები, რომლებსაც შეეძლოთ გაერღვიათ ნებისმიერი ბეტონის თავდაცვითი სტრუქტურა. შემდეგ, უკვე ნგრევის გამო, განაგრძეს ნანგრევების უმოწყალოდ დაბომბვა საზღვაო არტილერიით.
უკვე დაჭრილ სამხედროებს შორის არიან დაღუპული, ახალდაჭრილები და დაშავებულები.

მტრის თავდასხმის გამო, ოთახის ნაწილი დაინგრა – კერძოდ, საოპერაციო ოთახი, რის გამოც ახლა შეუძლებელია ჩვენი ჯარისკაცების დახმარება, თუნდაც ისეთ პირობებში, როგორც ადრე.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ! ჟენევის კონვენცია უზრუნველყოფს სტაციონარული და მოძრავი სამედიცინო დაწესებულებების დაცვას, მათ არ უნდა დაესხნენ თავს! დაჭრილები და ავადმყოფები უნდა იყვნენ დაცული, მიუხედავად იმისა, არიან ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები თუ სამხედრო მოსამსახურეები (მებრძოლები).

დაჭრილს ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე უნდა მიეწოდოს საჭირო დახმარება.

მოვუწოდებთ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს გამოეხმაურონ იმ ფაქტს, რომ რუსეთი აგრძელებს მარიუპოლის იმ დამცველების განადგურების მცდელობას, რომლებიც იარაღს ვეღარ ფლობენ!
ვიდეო დაბომბვისთანავე გადაიღეს. კადრებში ჩანს მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მყოფი დაღუპული ჯარისკაცების ექსჰუმაცია

და დაზარალებულებს პირველადი სამედიცინო დახმარება”, – წერს გიორგი ქუფარაშვილი.

რუსებმა „აზოვსტალის” ტერიტორიაზე არსებული სამხედრო საველე ჰოსპიტლის დაბომბვის შესახებ ოფიციალურ განცხადება გაავრცელა “აზოვის პოლკმაც”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები