LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყურძენი – სანიმუშო მკურნალი

82
yurdzeni

ყურძენი გემრიელი და მაღალკალორიული ხილია. იგი, ადამიანის ჯანმრთელობის და სიძლიერის უდიდესი წყაროა. სხვადასხვა ჯიშის და მოშენების ადგილის მიხედვით, ყურძნის მწიფე ნაყოფი, შეიცავს ადვილად შესათვისებელ შაქრის სახეობებს, კერძოდ კი გლუკოზას და ფრუქტოზას. მათ გარდა, სხვადასხვა რაოდენობით მოცემულია საქაროზა, რაფინოზა, ქსილოზა და შაქრის მსგავსი სხვა ნივთიერებები.

გლუკოზა იდეალური ენერგეტიკული ნივთიერებაა. ყურძნის მიღების შემდეგ, იგი სწრაფად ვრცელდება სისხლში და ნერვული უჯრედების კვების ძირითადი წყარო ხდება. ყურძენში ყველაზე მეტი შემცველობით მოცემულია ღვინის მჟავა, შემდეგ ვაშლის, ლიმონისა და ქარვის. ორგანული მჟავების ზეგავლენით ძლიერდება კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედება, სუსტდება გულის ცემა და მცირდება პულსის სიხშირე, სუნთქვა კი უფრო მშვიდი ხდება. ყურძნის წვენი შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო პრაქტიკულად ყველა მინერალურ ნივთიერებასა და მიკროელემენტს. მასში უხვადაა კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, რკინა, მარგანეცი, ალუმინი. ანიონებიდან – ფოსფორი, გოგირდი, ქლორი. მიკროელემენტები, როგორც ბიოლოგიური კატალიზატორები, წარმოდგენილია მარგანეცის, ბორის, ტიტანიუმის, რადიუმის, თუთიისა და კობალტის სახით.

უძველეს დროში, ექიმები, ადამიანებს ურჩევდნენ ჭამის შორის ინტერვალებში ყურძნის მიღებას, მაგრამ არა უადრეს 2-3 საათისა ჭამის შემდეგ. ყურძნის წვენი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ფილტვის ტუბერკულოზის, სურავანდის, გულის დაავადებების მკურნალობას. ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს. იგი შეიცავს ფოლიუმის მჟავას K და P ვიტამინებს, რომელიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას.

ყურძენი სასარგებლოა ნერვული დაავადებების, უძილობის დროს. გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესების დროს, ბრონქიალური ასთმის და პლევრიტების დროს, ასევე ფილტვების ტუბერკულოზის სამკურნალოდ საწყის სტადიაში. მორფით, კოკაინით, დარიშხანით, სტრიქნინით, ნატრიუმის ნიტრატით მოწამვლის დროს გამოიყენება ყურძენი. გლუკოზის მაღალი შემცველობის გამო მას მაღალი ანტიტოქსიკური თვისებები აქვს. ყურძენს აქვს ასევე ანტიბაქტერიული მოქმედება. იგი კლავს ნაწლავის ჩხირს. ყურძნის ფოთლებიც ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება და ხელს უწყობს დაჩირქებული ჭრილობების და წყლულების შეხორცებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g