LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყური აუწიეთ საკუთარ თავს! გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი თქვენი ანარეკლია!“ – ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე მშობლებს მიმართავს

414
მაგდა კოტრიკაძე

„ბავშვის რთული ქცევა ხშირად არის ემოციური სიგნალი, არა უბრალოდ „ცელქობა“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, EAGT ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე წერს.

ფსიქოთერაპევტი მშობლებს რჩევებით მიმართავს, როგორ უნდა იმოქმედონ მაშინ, როდესაც შვილთან ურთიერთობა რთულდება:

„ბავშვის დასჯა ზრდის შიშს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს აგრესიას…“ – როგორი უნდა იყოს ბავშვთა აგრესიის მართვის 6 ნაბიჯი, რას ამბობს პოზიტიური აგრესიის შესახებ ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე

დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, EAGT ფსიქოთერაპევტი, მაგდა კოტრიკაძე სოციალურ ქსელში პოზიტიური აგრესიის შესახებ წერს და განმარტავს, რომ ბავშვები ქცევას სწავლობენ დაკვირვებით.

„ყური აუწიეთ საკუთარ თავს! გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი თქვენი ანარეკლია! ბავშვის რთული ქცევა ხშირად არის ემოციური სიგნალი, არა უბრალოდ „ცელქობა“. ჰკითხეთ საკუთარ თავს: რატომ იქცევა ასე? შეეცადეთ გაარკვიოთ, რა გრძნობა დგას ქცევის უკან – შიში, სტრესი, თუ ყურადღების დეფიციტი. ბავშვს სჭირდება სტაბილური რუტინა (კვება, ძილი, თამაში). ეს ამცირებს სტრესს და ზრდის უსაფრთხოების განცდას. წინასწარ აუხსენით ცვლილებები (მაგალითად: „1 საათი ითამაშებ, მერე დაიძინებ“) არასდროს დაარღვიოთ თქვენივე შედგენილი წესები. გამოხატეთ სიყვარული და ყურადღება უპირობოდ, არა მხოლოდ წარმატების შემთხვევაში. ხშირად მოეფერეთ, უსმინეთ, აჩვენეთ, რომ მისი გრძნობები მნიშვნელოვანია.

გახსოვდეთ, რომ ბავშვი სწავლობს მშობლის ქცევით. თუ გსურთ, რომ მშვიდად მოიქცეს, თავადაც იყავით მშვიდი. ბოდიშის მოხდაც, წესრიგის დაცვაც პირველ რიგში მშობელმა უნდა აჩვენოს პირად მაგალითზე. შეაქეთ თუნდაც მცირე წარმატება. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას წვრილმან შეცდომებზე. რეალისტური მოლოდინები და პროგნოზირებადი წესები ბავშვს თავდაჯერებას მატებს. შიშის დროს არ დასცინოთ და არ უგულებელყოთ. იყავით მშვიდი, აუხსენით, რომ მისი გრძნობა ნორმალურია. ეტაპობრივად და აუჩქარებლად ასწავლეთ დამოუკიდებლობა

კვლევები აჩვენებს, რომ ემოციური და სოციალური უნარების განვითარება პირდაპირ კავშირშია აკადემიურ წარმატებასთან, მოტივაციასთან და ფსიქიკურ კეთილდღეობასთან. SEL პროგრამები (სოციალურ-ემოციური სწავლება) სკოლებში ხელს უწყობს თვითრეგულაციას, ემოციის მართვას, თანაგრძნობას და კონფლიქტის მოგვარებას, რაც ამცირებს სტრესს და ზრდის ჩართულობას. ტვინის განვითარების კვლევები მიუთითებს, რომ ემოციური რეგულაცია და სოციალური უნარები დაკავშირებულია პრეფრონტალურ ქერქთან და ლიმბურ სისტემასთან. სტრესის მართვის ტექნიკები (მაგ., სუნთქვითი ვარჯიშები, mindfulness) ამცირებს კორტიზოლის დონეს და აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას.

გახდი ემოციების ტრენერი, რადგან მშობელი ან მასწავლებელი ეხმარება ბავშვს ემოციის ამოცნობასა და მართვაში. სოციალურ-ემოციური ისტორიები და როლური თამაშები: ხელს უწყობს ემპათიის განვითარებას და ქცევის რეგულაციას. ფიზიკური აქტივობა, ჯანსაღი კვება და ძილი: კვლევებით დადასტურებულია, რომ ეს ფაქტორები პირდაპირ გავლენას ახდენს ემოციურ კეთილდღეობაზე.

10 რჩევა, როცა ბავშვს უჭირს:

1. მოუსმინეთ ყურადღებით – მის გრძნობებს ნუ უგულებელყოფთ.

2. დააკვირდით ქცევას – ხშირად ქცევა არის ემოციური სიგნალი.

3. შექმენით სტაბილური რუტინა – პროგნოზირებადი გარემო ამცირებს სტრესს.

4. გამოხატეთ სიყვარული უპირობოდ – არა მხოლოდ წარმატების დროს.

5. იყავით სიმშვიდის მაგალითი – ბავშვი სწავლობს თქვენი ქცევით.

6. წაახალისეთ პოზიტიურად – შეაქეთ მცირედი წარმატებებიც.

7. მოამზადეთ ცვლილებებისთვის წინასწარ – ეს ზრდის უსაფრთხოების განცდას.

8. ნუ დასცინებთ ბავშვის შიშებს – აღიარეთ და აუხსენით, რომ ნორმალურია.

9. მიეცით არჩევანის უფლება – პატარა გადაწყვეტილებები ზრდის თავდაჯერებას.

10. მოიძიეთ პროფესიონალური დახმარება საჭიროების შემთხვევაში – ფსიქოლოგი არის მხარდაჭერის ნაწილი“, – წერს მაგდა კოტრიკაძე.

🧐ყური აუწიეთ საკუთარ თავს! გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი თქვენი ანარეკლია! ბავშვის რთული ქცევა ხშირად არის ემოციური…

Posted by ფსიქოთერაპევტი მაგდა კოტრიკაძე Psychotherapist Magda Kotrikadze on ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g