LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყურის ჩხირი პაციენტს დარჩა ყურში, ტრავმა მიიღო მოზარდმაც… კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ ჩხირებს…“ – რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ყურის ჩხირებმა, ოტორინოლარინგოლოგი საზოგადოებას აფრთხილებს

118
გრიშა თოფურია

რა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს ერთი შეხედვით უწყინარმა ყურის ჩხირებმა?

პოდკასტში, „ოთარი ექიმო“ ოტორინოლარინგოლოგი, გრიშა თოფურია ამბობს, რომ უმეტესად ყურის ჩხირით დაზიანებული დაფის აპკები ქირურგიულად აღსადგენი ხდება. ექიმმა რამდენიმე შემთხვევა გაიხსენა, რა დროსაც მას პაციენტმა მძიმე დაზიანებით მიმართა:

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ამ ჩხირებმა ბევრი თუ არა, საკმაოდ მოგვიმატა საქმე (ოტორინოლარინგოლოგებს) ამ ჩხირით დაზიანებული დაფის აპკები ქირურგიულად აღსადგენი ხდება და თავის ტკივილად იქცევა პაციენტებისთვის…

ჩხირების წინააღმდეგი მე არ ვარ, ახლა გამოუშვეს სხვა მოდელის ჩხირები, დამცავით, რომელიც ნაკლებად ტრავმულია, მაგრამ ის წვრილთავიანი ყურის ჩხირებით, იყო შემთხვევა, რომ პაციენტს დარჩა ყურში, ბავშვს ეთამაშებოდა და მისი მოქნეული ხელი მოხვდა, ხომ წარმოგიდგენიათ რაც მოხდებოდა, იგივე ტრავმა მიიღო მოზარდმაც…

ეს ისეთი ტრავმული დაზიანებებია, რომლებიც საკმაოდ რეკონსტრუქციულ ქირურგიას ითხოვს, ამიტომ მეც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ ჩხირებს…“ – ამბობს სპეციალისტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g