ყვარლის მუნიციპალიტეტში, მეგობრის სანადირო თოფიდან გასროლით 27 წლის მამაკაცი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა საბუეს ტყეში მოხდა – პირს ტყვია შემთხვევით გაუვარდა.
გავრცელებული ცნობითვე, მამაკაცი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.