LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ყვავილების ქვეყანა” ნიკოლოზ რაჭველის ინტერპრეტირებით

29

გადაცემას ”რადიო დუეტი” ანანო ღიბრაძე ეწვია, ის ”არ დაიდარდოს” ყველასთვის საყვარელი და ნაცნობი სიმღერის ახალი ვერსიით ესტუმრა, რომლის ინტერპრეტირებაც ნიკოლოზ რაჭველს ეკუთვნის. საუბარია სიმღერაზე ”ყვავილების ქვეყანა, რომელიც ”ბრავო რეკორდსში” დამზადდა.

 

– სანამ ახალ სიმღერაზე ვისაუბრებდეთ, მე როგორც ვიცი ძალიან ბევრ მუსიკალურ კონკურსში გაქვს მონაწილეობა მიღებული, მოგვიყევი შენს შესახებ…

 

– სერიოზულად სიმღერა დავიწყე 8 წლის ასაკიდან. შემდეგ იყო ძალიან ბევრი საერთაშორისო კონკურსი. 2005 წელს იყო ”ანშლაგი”, რომელიც საქართველოში ჩატარდა და მე პირველი ადგილი მივიღე. შემდეგ იყო უკრაინისა და ბულგარეთის საერთაშორისო კონკურსები, ასევე ვსწავლობდი ბახის საერთაშორისო სკოლაში. ყველაზე დიდი გამარჯვება რაც კი მოვიპოვე, ეს იყო ”იურმალა” – გავხდი საბავშვო კონკურსის გამარჯვებული. მაგრამ სანამ იურმალამდე მივალ, იყო ”სლავიანსკი ბაზარიც”. მე მივიჩნევ რომ მომღერალმა კონკურსებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. მე ძალიან მიყვარს კონკურსები, ვგიჟდები იმ მუხტსა და ემოციაზე რაც იქ არის ხოლმე, რაც უფრო მეტი კონკურსია, მით უფრო მოტივირებული ვარ.

 

– კიდევ თუ გაქვს სურვილი კონკურსში მიიღო მონაწილეობა და რა გეგმები გაქვს?

 

– რამოდენიმე კონკურსის სურვილი მაქვს რა თქმა უნდა, უფრო უცხოეთში. ამჯერად უფრო სხვა გეგმებზე ვმუშაობ. ”ბრავო რეკორდსში” სამი სიმღერა ჩავწერე. ერთ-ერთი არის რუსა მორჩილაძეს სიმღერა ”Wonderful life”, ერთი არის ნიკოლოზ რაჭველის ინტერპრეტაციიც გაკეთებული ”ყვავილების ქვეყანა” და მესამე არის მიშელ ლეგრანის სიმღერა ”The windmills of your mind”, რომლის ინტერპრეტირებაც ასევე ნიკოლოზ რაჭველმა გააკეთა, არანჟი კი ბორიკო შხიანს ეკუთვნის.

 

 

– კიდევ თუ აპირებ თანამშრომლობას ”ბრავო რეკორდსთან”, როგორია შენი ყოველდღიური გრაფიკი და რას გეგმავ საქართველოსთვის?

 

– რა თქმა უნდა ვაპირებ ”ბრავო რეკორდსთან” თანამშრომლობას. სანამ ”ბრავოსთან” დავიწყებდი მუშაობას დიდი პაუზა მქონდა. ჩემს გეგმაში ახლა ალბომის გამოცემა შედის, ჯერჯერობით არ გვისაუბრია კონკრეტულად რომელი სიმღერებით დაკომპლექტდება ის, თუმცა, რამდენიმე ქართული სიმღერა აუცილებლად იქნება. ალბომს მომავალი წლისთვის გამოვცემთ.

 

– იმ სიმღერაზე ვისაუბროთ, რომლის პრემიერაც არ დაიდარდოში შედგება…

 

– მიხეილ ჩირინაშვილი ”ყვავილების ქვეყანა” ყველასთვის ძალიან საყვარელი სიმღერაა. მისი ჩაწერა ძალიან ექსპრომტად მოხდა, მე მივმართე ნიკოლოზ რაჭველს, მიუხედავად იმისა, რომ ის ძალიან დაკავებულია, მაინც გამონახა დრო და დიდი მადლობა ამისათვის.

 

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

Audioanano

 

 

ანანო ღიბრაძე – ყვავილების ქვეყანა


AudioAnano Ribradze – Kvavilebis Qvekana

 

 



ანანო ღიბრაძე – ვიდეო კოლაჟი

 



 

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები