საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. როგორც სააკაშვილი “მთავარი არხის” ეთერში საუბრობს, გრიგოლ ვაშაძის ნაბიჯი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
“არ იყო მოულოდნელი, რომ გრიგოლ ვაშაძე დაღლილი იყო პოლიტიკით. არ იყო მოულოდნელი, რომ ბრძოლის ამ ეტაპისთვის, რომელიც არის ბრძოლა პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით; ბრძოლა დაკავშირებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობასთან, უსამართლობასთან, ბრძოლა ბოლომდე შეუთავსებოლობასთან და არაღიარებასთან უკანონო რეჟმის, რომელმაც მოიპარა არჩევნები საქართველოში, ყველა ადამიანს არ შეუძლია და ვერ მოთხოვ, რომ ამ ბრძოლის წინა ხაზზე იყოს, მიუხედავად ყველანაირი დამსახურებისა”,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.