პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილი შვილი, ცოტნე ივანიშვილი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობს. ისინი რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციას შეურთდებიან.
„ჩემი პოზიცია არის, რომ აუცილებლად უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის ღირსეული წევრები. ამისთვის ვარ დღეს აქ. ყველა ახალგაზრდას მოვუწოდებ, რომ მხარი დაგვიჭირონ. ჩემი პოზიცია მინდა, დავაფიქსირო. ეს არის ქართული კანონი. მე მხარს ვუჭერ ქართველ ახალგაზრდებს და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ვდგავარ აქ“, – განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ ორგანიზებით, დღეს რუსთაველის გამზირზე „საყოველთაო სახალხო შეკრება“ იმართება. სიტყვით გამოსვლები 20:00 საათიდან არის დაგეგმილი.
ცოტნე ივანიშვილი: ჩვენ ღირსეულად უნდა გავხდეთ ევროპის წევრებიცოტნე ივანიშვილი: ჩვენ ღირსეულად უნდა გავხდეთ ევროპის წევრი
Posted by TV Imedi on ორშაბათი, 29 აპრილი, 2024