LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა ახასიათებს მას, როგორც სამშობლოსთვის თავდადებულ პიროვნებას, საუკეთესო ხელმძღვანელსა და გამოცდილ მფრინავს“ – ილია მეორე ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს უსამძიმრებს

216
პატრიარქის სამძიმარი

„მიიღეთ ჩვენი სამძიმარი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის გარდაცვალების გამო“ – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილში.

პატრიარქი ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი გორის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

„მიიღეთ ჩვენი სამძიმარი თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის გარდაცვალების გამო. ყველა ახასიათებს მას, როგორც სამშობლოსთვის თავდადებულ პიროვნებას, საუკეთესო ხელმძღვანელსა და გამოცდილ მფრინავს.

უფალმა დააწესოს მისი უკვდავი სული სავანესა მართალთასა, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოგმადლოთ მშვიდობა, მისთვის ლოცვის ძალა და რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა ვემზადებოდეთ“ – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის ძალების კუთვნილი სუ-25 ტიპის საფრენი აპარატის კატასტროფის დროს დაღუპული პილოტი, ვიცე-პოლკოვნიკი კახაბერ ზურაბაშვილი გორის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

დაკრძალვას, დაღუპულის ახლობლების გარდა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დაკრძალვის ცერემონიამდე, კახაბერ ზურაბაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის შობის სახელობის გორის საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა.

⛪ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს…

Posted by საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური on შაბათი, 06 ივლისი, 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები