LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დამნაშავე დაისჯება – კახა კალაძე

99

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკაზე მუშაობა დაწყებულია და სახელისუფლო გუნდი საკუთარ ხედვას აღნიშნულთან დაკავშირებით უახლოეს ხანში წარადგენს. როგორც კალაძემ აღნიშნა, ინტერნეტით ნარკოტიკების ვაჭრობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი პოლიციის თანამშრომლის ძმაა.

„მნიშვნელობა არ აქვს, დამნაშავე პოლიციელის ძმაა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი თუ ვინმეს ბიცოლა. კანონი არის ყველასთვის უზენაესი. ჩვენ არა ერთი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ ასეთი მიდგომები არ გვახასიათებს. ვინც დაარღვევს კანონს, შესაბამისი სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ, რომ პასუხი აგებინონ,“ – განაცხადა კალაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღების ფაქტზე დაკავებული ერთ-ერთი პირის ძმამ პოლიციიდან წასვლის შესახებ პატაკი დაწერა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g