LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს! მკვლელები წინ და უკან არ უნდა დასეირნობდნენ!!! არსებობს სახელმწიფო? – მაშინ კანონი უნდა კანონობდეს!“ – იზა ომაძე გიორგი მალანიას დაკავებაზე

297
იზა ომაძე, ეკა კუპატაძე

ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის მერაბ მალანიას ვაჟი, გიორგი მალანია დააკავეს.

„დაიჭირეს კიდევ ერთი – გიორგი მალანია! დიახ, ყველა დამნაშავე ციხეში!“ – ეკა კუპატაძე

აღნიშნულს, მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ „ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს კანონის შესაბამისად!!!“.

„შვილს ვინ გაგვიცოცხლებს მაგრამ სხვა გადარჩება!!!

დიახ მკვლელები წინ და უკან არ უნდა დასეირნობდნენ!!!  

არსებობს სახელმწიფო?? მაშინ კანონი უნდა კანონობდეს!!!“, – წერს იზა ომაძე. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები