LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა დამნაშავე, ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი გამოიკვეთება, შესაბამისი სიმკაცრით აგებს პასუხს: სუბარი 5-6 ივლისის მოვლენებზე

38
სოზარ სუბარი

“ქართული ოცნების” დეპუტატი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენებში იღებდა მონაწილეობას და ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი გამოიკვეთება, პასუხს შესაბამისი სიმკაცრით აგებს.

როგორც სუბარი ამბობს, მმართველ გუნდში თავიდანვე თქვეს, რომ რეაგირება ძალიან მკაცრი იქნებოდა და ყველა დამნაშავე დაისჯებოდა და ამასთან ერთად, განმარტავს, რომ მტკიცებულებების შეგროვებას, მაღალი სტანდარტი და დრო სჭირდება:

“5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ყველა დამნაშავე, ვის მიმართაც კონკრეტული ბრალი გამოიკვეთება, შესაბამისი სიმკაცრით აგებს პასუხს. თავიდანვე ვთქვით, რომ რეაგირება ძალიან მკაცრი იქნებოდა და ყველა დამნაშავე დაისჯებოდა. სულ ათი დღე გავიდა. 20-ზე მეტი ადამიანი დაკავებულია, კიდევ უფრო მეტს ბრალი აქვს წარდგენილი. აღარაფერს ვამბობ ადმინისტრაციულ დაკავებებზე.

მტკიცებულებების შეგროვებას მაღალი სტანდარტი და დრო სჭირდება. როდესაც ორგანიზატორზე, სატელევიზიო გამოსვლასა და ფბ-ზე დადებულ პოსტზე ვლაპარაკობთ, ამ შემთხვევაში, მტკიცებულების სტანდარტი უფრო მყარი უნდა იყოს. ბუნებრივია შსს-ს ამისთვის დრო სჭირდება.” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g