LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა, ოთხივე და თბილისში დავიბადეთ და იმავე სამშობიაროში დაგვტოვეს… 14 წლის ასაკში გავიგე ეს ამბავი მეზობლისგან…“ – გაშვილებული 5 დედმამიშვილის ისტორია, რომლებმაც ერთმანეთი წლების შემდეგ იპოვეს

240
თამუნა მუსერიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეძებ“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი, თამუნა მუსერიძე გადაცემა „შენი შუადღის“ სტუმარი იყო.

ჟურნალისტმა გაიხსენა გაშვილებული 5 დედმამიშვილის ისტორია, რომლებმაც ერთმანეთი წლების შემდეგ იპოვეს:

„ამ ისტორიის მთავარი გმირი არის თამუნა მიქაძე, მან რომ გაიგო, რომ იყო აყვანილი დაიწყო ბიოლოგიური მშობლების ძიება. აღმოაჩინა, რომ ჰყავს 3 და , რომლებიც აგრეთვე სხვა და სხვა ოჯახებში იყვნენ გაშვილებულები და 1 ძმა, რომელიც არ იყო გაშვილებული…“ – ამბობს მუსერიძე.

ემოციურ ისტორიაზე ისაუბრა თავად ამ ამბის გმირმა, თამარ მიქაძემაც:

ყველა დედმამიშვილი თბილისში დავიბადეთ, ერთსა და იმავე სამშობიაროში (მეხუთე სამშობიარო), ოთხივე და იმავე სამშობიაროში დაგვტოვეს… 14 წლის ასაკში გავიგე ეს ყველაფერი მეზობლისგან.

7 წლის წინ დავიწყე ძებნა, თავიდან სურვილი არ მქონდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მყავს შვილები, დავიწყე იმაზე ფიქრი, რომ სადღაც გადაკვეთა არ მომხდარიყო. დავიწყე ძიება, ძალიან აზარტში შევედი, ბოლოს დედის დახმარება დამჭირდა, ვინაიდან მისი მინდობილობა მჭირდებოდა, რომ იუსტიციიდან გამომეთხოვა ჩემი შვილად აყვანის ცნობა. დედას ავუხსენი რომ ეს ამბავი ვიცი 20 წელია, უბრალოდ იმიტომ დაგიმალე, რომ არ მითქვამს, რადგან ახლაა სიტუაცია, როცა უნდა მითხრა და მან მითხრა რომ ვიყავი შვილად აყვანილი.

გამოვითხოვე დოკუმენტები და აღმოვაჩინე,მ რომ ჩემი ბიოლოგიური დედა იყო 30 წლის გარდაცვლილი( 31 წლის ასაკში გარდაცვლილა ავტოსაგზაო შემთხვევით) და ამ ვადის გასვლის შემდეგ უკვე ადამიანს აქვს უფლება მისი პერსონალური მონაცემების მოთხოვნის. ასეც მოხდა გავიგე სად ცხოვრობდა, ვინ იყვნენ ჩემი ბიოლოგიური დედის მშობლები და ასე შემდეგ.

ამ დროს დებისა ძმის შესახებ არ ვიცოდი არაფერი. ძიების შედეგად ყველა გარდაცვლილი აღმოჩნდა – ბიოლოგიური დედა, ბებია, ბაბუა. ბიოლოგიური მამა ქართველი არ იყო, უბრალოდ ცხოვრობდნენ საქართველოში. შევავსე განაცხადი ერთ-ერთ გადაცემაში, სადაც ერთი წლის წინ გამომეხმაურნენ და მითხრეს, რომ მეძებდა სავარაუდო და, ეს იყო სრული შოკი… დავურეკე ამ ქალბატონს და მითხრა, რომ კი შენ ხარ ჩვენი და. ამ დროს გავიგე რომ ძმაც მყავდა. მათ ერთმანეთი ჩემამდე 10 წლით ადრე იპოვეს. გენეტიკური ტესტით დადასტურდა, რომ ყველას ერთი მამა გვყავს. დები და ძმა ძალიან ვგავართ ერთმანეთს…“ – ამბობს თამარ მიქაძე.

🔹 გაშვილებული 5 დედმამიშვილის ისტორია, რომლებმაც ერთმანეთი წლების შემდეგ იპოვეს

🔹 გაშვილებული 5 დედმამიშვილის ისტორია, რომლებმაც ერთმანეთი წლების შემდეგ იპოვეს

Posted by ვეძებ on ორშაბათი, 01 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g