”ლესტერის” საუკუნის ჩემპიონობა კვლავ ყველაზე განხილვადი და პოპულარული თემაა. პრესაში იწერება და იწერება ათასგვარი სტატია ”ლესტერის” თაობაზე: შედარებები, სტატისტიკა, ახალი ფსონები და ასე გაუთავებლად.
”მელიების” წარმოუდგენელ ზღაპარს ცნობილი ვარსკვლავებიც გამოეხმაურნენ და ამ საოცარ გუნდს სოცქსელებში მილოცვები დაუტოვეს.
დევიდ ბექჰემი, ფეხბურთელი
– ვაუ! ვინ იფიქრებდა, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, რაც მამამ პრემიერლიგა მოიგო, კასპერიც მოიგებდა ამ ტიტულს. საოცარი მომენტი გუნდისთვის, რომელმაც ყველა გააოცა. ვულოცავ რანიერის გუნდს.
ნაილ ჰორანი, ჯგუფ One Direction-ის სოლისტი
– ვულოცავ ლესტერს. რა ისტორიაა! ფანტასტიური მოთამაშეები, ფანტასტიური მწვრთნელი! ვტკბები!
ადელი, მომღერალი
– ვამაყობ თქვენით ტოტენჰემელებო, მაგრამ ”ლესტერი”… რა აღმაფრენაა. ეს ყველა დროის საუკეთესო ისტორიაა! გილოცავთ!
რობი უილიამსი, მომღერალი
– ლესტერ, ასევე განაგრძე!
ჯეიმი კლარკსონი, ტელეწამყვანი
– იშვიათად ხდება, რომ ყველა (ნუ თითქმის ყველა) ”ჩელსის” მხარეს იყო. ყოჩაღ, ”ლესტერ”, ყოჩაღ”.
– 12 თვის წინ ჩვენ მეფე რიჩარდი ხელახლა დავკრძალეთ… ვფიქრობდით, რომ ამაზე უკეთესი არაფერი შეიძლება მომხდარიყო. მაგრამ ეს მოხდა. პრემიერლიგაში გამარჯვება – ეს უკეთესიც კია.
პიტერ სოულსბი, ლესტერის მერი