ჟურნალმა Rolling Stone-მა ყველა დროის ყველაზე სექსუალური კლიპები გამოავლინა. პირველი ადგილი კრის აიზეკის შავ-თეთრმა ვიდეომ „Wicked Game“ დაიკავა. მთავარ როლს მასში მოდელი ჰელენა კრისტენსენი ასრულებს.
მეორე ადგილზე იმყოფება პრინსი სიმღერით „Kiss“, მესამეზე კი მადონა კომპოზიციით „Justify My Love“.
საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ ჯანეტ ჯესონი, ბრიტნი სპირსი, რიანა, ბიონსე და კანიე უესტი. მადონა სიაში ორჯერ იმყოფება. სულ 30 ასეთი კლიპი გამოვლინდა. დასკვნით პოზიციაზე შერი განთავსდა სიმღერაზე „If I Could Turn Back Time“ გადაღებული კლიპით.