LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა ერთისთვის- “ბახალას” მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე

168

ყველა ერთისთვის  – ამ ლოზუნგით, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების  ორგანიზებით, გიორგი გიორგანაშვილის, იგივე “ბახალას” მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

 

 

პარლამენტის შენობასთან შეკრებილი დემონსტრანტები ბახალას გათავისუფლებას, მის საქმეში მონაწილე პოლიციელების დასჯას მოითხოვენ და ხელისუფლებას ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვისკენ მოუწოდებენ. აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, სასამართლო გიორგანაშვილს იმ ნარკოტიკული ნივთიერების ფლობას ედავებოდა, რომელიც მას არ ეკუთვნოდა.

 

 

მხარდამჭერებს აქვთ პლაკატები წარწერით „სისტემა გვებრძვის“, “დასრულდეს”, “გაათავისუფლეთ უდანაშაულო პატიმრები”, “ბახალასათვის“, “არა ჩადებას” .

 

აქციაზე იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც. მათ საჯაროდ  წაიკითხეს “ბახალას”  წერილი, რომლითაც მან პროცესზე მოსამართელს მიმართა. გიორგი გიორგანაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ პოლიციასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ საპროცესო გარიგებას სთავზობდნენ,  რასაც არ დათანხმდა.

 

 

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა მსახიობმა ნანკა კალატოზიშვილმა, რომელმაც შსს-ს კეთილგონიერებისა და პატიოსნების შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

 

“ჩემ შვილს, რომელიც არის ოთხი წლის, მუდმივად ვეუბნებოდი, რომ პოლიციელები სიმართლის დამცველები არიან. მივმართავ შსს საკუთარი იმჯისთვის ,პოლიციელების ღირსებისთვის, დაადგინონ სიმართლე და დასაჯონ ის პოლიციელები , რომლებიც სახეს ულახავენ სისტმას და  ნარკოტიკი ჩაუდეს გიორგანაშვილს”

 

 

აქცია ამ წუთებში მშვიდობიანად მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეზღუდული არ არის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g