ნუკი კოშკელიშვილი „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. მათ შორის ერთ-ერთი პლასტიკური ქირურგიაა.
– ნუკი, ცხოვრებაში დაცემულხარ?
„კი, რა თქმა უნდა, ვინ არ დაცემულა. ადგომაში მხოლოდ საკუთარი თავი მეხმარება. ადრე ვნერვიულობდი, რომ „მათრევდნენ“, ახლა საერთოდ აღარ. მიუხედავად იმისა, რომ თამამად მილაპარაკია სტრიებზე, ცხვირზე, მე არასდროს არაფერი გამიკეთებია, რა საჭიროა? ყველა ერთმანეთს ჰგავს ახლა, ერთი კვირაა ჩამოსული ვარ, სამი გოგო ვნახე, სამივე ერთი და იგივე მეგონა. არ მაქვს პრობლემა, ვისაც რა უნდა, ის გაიკეთოს, ვამბობ იმას, რომ ერთი და იმავე ადამიანს ნუ ემსგავსებიან. მთავარი არის შინაგანი სილამაზე“, – აცხადებს ნუკი კოშკელიშვილი.