LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა განცხადებას ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება იმ კუთხით, რომ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს… მათ შორის ვიღებთ გარკვეულ უკუკავშირებს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის საუკეთესო მიზნებისთვის გამოყენებას ვაპირებთ“- ნინო წილოსანი ლავროვის განცხადებაზე

154
ნინო წილოსანი, სერგეი ლავროვი

„მოდით, შევთანხმდეთ, რომ საკმაოდ შემსუბუქებულია რიტორიკა და არის გარკვეული პოზიტიური კომპონენტები, რაც ჩვენი მხრიდან ასევე პოზიტიურად უნდა იყოს გამოყენებული. ყველა განცხადებას ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება იმ კუთხით, რომ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც წილოსანმა აღნიშნა, „კარგია თავად ფაქტი, რომ ჩვენი ამ პოლიტიკის წარმოების შემდეგ, აქტიურად დაიწყო ერთმანეთთან საუბარი შერიგების, ერთმანეთის დაბრუნების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე“

„კარგია თავად ფაქტი, რომ ჩვენი ამ პოლიტიკის წარმოების შემდეგ, აქტიურად დაიწყო ერთმანეთთან საუბარი შერიგების, ერთმანეთის დაბრუნების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თემაზე. ჩვენ პირველმა გადავდგით ნაბიჯი, მათ შორის ბოდიშით და პოზიტიური დამოკიდებულებით, მშვიდობიანი პოლიტიკით ჩვენ ჩვენს დებს და ძმებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ვუთხარით, რომ მათთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება გვინდა. მოდით, შევთანხმდეთ,რომ საკმაოდ შემსუბუქებულია რიტორიკა და არის გარკვეული პოზიტიური კომპონენტები, რაც ჩვენი მხრიდან ასევე პოზიტიურად უნდა იყოს გამოყენებული. ყველა განცხადებას ჩვენი მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება იმ კუთხით, რომ ურთიერთობის ნორმალიზება მოხდეს. რაც მთავარია, გახსნილია დისკუსია ამ თემაზე იმიტომ, რომ ჩაკეტილი დისკუსიის და ბუნდოვნად ხედვის პირობებში, ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არანაირი შანსი არ გვექნება. იმ პირობებში, როცა უკვე გავხსენით სასაუბრო პლატფორმა, მათ შორის ვიღებთ გარკვეულ უკუკავშირებს, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის საუკეთესო მიზნებისთვის გამოყენებას ვაპირებთ“, – განაცხადა წილოსანმა.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, „აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად „ქვეყნები“ ამით დაინტერესდებიან. ლავროვის თქმით, რუსეთი მზად არის დახმარებისთვის, თუკი იქნება ურთიერთობების ნორმალიზების ინტერესი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g