LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა გზა რომში მიდის: გიორგი ჩაკვეტაძით რომა დაინტერესდა

KJR_6074

იტალიური „რომა“ გიორგი ჩაკვეტაძითაა დაინტერესებული და ქართველის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო.

იტალიური ინტერნეტ-პორტალი laroma24.it წერს, რომ „რომას“ სპორტული დირექტორის მონჩის სიაში ქართველი ფეხბურთელიც ფიგურირებს.

„იანვრის სატრანსფერო ბაზარი მალე გაიხსნება, რომელიც წელს ხანმოკლე იქნება (3-დან 18 იანვრამდე). რომში ახალი მოთამაშეების დამატებაზე ფიქრობენ. მონჩის სიაში, რომელსაც ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენის გამორჩეული ნიჭი აქვს, ჩანიშნულია გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც საქართველოს ნაკრებში ერთა ლიგაზე უკვე ოთხი გოლი გაიტანა“.

რომაელთა ესპანელი სელექციონერი 2000-2017 წლებში წელს „სევილიას“ სპორტული დირექტორი გახდა და მის სახელს უკავშირდება ისეთი ცნობილი ვარსკვლავების აღმოჩენა, როგორებიც არიან სერხიო რამოსი, დანი ალვეში, ივან რაკიტიჩი, ჯოფრეი კონდოგბია, კარლოს ბაკა, ალეიშ ვიდალი, გჟეგოჟ კრიხოვიაკი და სხვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g