“ყველა ის პრეტენზია, რაც თეა წულუკიანის მიმართ არსებობს, ანგაჟირების ელფერს ატარებს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
“იქნება თუ არა თეა წულუკიანი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში, ამას პრემიერმინისტრი თავად გადაწყვეტს მას შემდეგ, რაც უკვე წარადგენს მინისტრთა კაბინეტს. კანონიდან გამომდინარე, იცით, რომ სამი კვირის განმავლობაში ტექნიკური კაბინეტი გვექნება, პრემიერმინისტრი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას და მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება მხარდაჭერილი იქნება გუნდის მიერ,” – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.