LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, თუმცა ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ბიუჯეტში, რაც მას ეკუთვნის” – გახარია ბიზნესმენთან შეხვედრას არ უარყოფს

47

მე გავცემ პასუხს კითხვებზე ყველგან, თბილისშიც, ლონდონშიც და ბომბეიშიც, ხოლო ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ბიუჯეტში, რაც მას ეკუთვნის, – ასე პასუხობს გახარია მის წინააღმდეგ “ომეგა ჯგუფთან” დაკავშირებულ ბრალდებებს.

გახარია ოქუაშვილის სკანდალს ერთი მსახიობის თეატრს უწოდებს.

შს მინისტრი არ უარყოფს, რომ მასსა და ბიზნესმენს შორის შეხვედრა შედგა და განმარტავს, რომ ეს მოლაპარაკებები ბიზნესომბუდსმენის თანამდებობაზე ყოფნის დროს გაიმართა.

“თუ სერიოზულად ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს ერთი მსახიობის თეატრი ღიმილის მომგვრელია. ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც და ბატონი ოქუაშვილი თუ მოინდომებს – ბომბეიშიც. არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა ბატონ ოქუაშვილს მოუწევს თითო თეთრის გადახდა იმ ვალიდან, რაც აქვს.

შეხვედრა შედგა, მე მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი, როგორც ჩანს, ძალზედ ძლევამოსილი ბიზნესომბუდსმენი და ვერ ვგრძნობდი. შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი ბიზნესის საკითხი და იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც დააგროვა ამხელა ვალი სახელმწიფოს წინაშე. მე გავცემ პასუხს ყველა კითხვაზე ყველგან, თბილისშიც, ლონდონშიც და ბომბეიშიც და ოქუაშვილი გადაიხდის ბოლო ლარს ბიუჯეტში, რაც მას ეკუთვნის”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g