LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა მსურველ უკრაინელს იარაღს დაურიგებენ – უკრაინა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს

384
Zelensky

ყველა მსურველ უკრაინელს იარაღს დაურიგებენ. ამის შესახებ სპეციალურ მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისაუბრა.

“ჩვენი მიწის დაცვისთვის უკრაინა უკვე გასცემს და მომავალშიც მისცემს იარაღს ყველა მსურველს”. – თქვა მან.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის შესახებაც გააკეთა განცხადება.

მან მოსახლეობას მიმართა და მათ ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

“ჩვენ დავიცავთ ჩვენ ტერიტორიას ყველა შესაძლებელი ძალით, რათა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ქვეყნის დაცვისკენ ვეტერანებს. ჩვენ გვყავს დაჭრილი სამხედროები, სადაც საავადმყოფოებში საჭიროა სისხლი, გთხოვთ გახდით დონორები.

ნაციონალური ბანკი და უკრაინის საბანკო სისტემას აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ფინანსურად სახელმწიფო და თითოეული მოქალაქე იყოს უზრუნველყოფილი. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა პოლიტიკოსს, რომელიც იცავს ახლა უკრაინას და ისინი არიან ერთიანები. იყავით მზად იმისთვის, რომ დაიცვათ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა იმ რაიონებში, სადაც ცხოვრობთ.

ჩვენ გავწყვიტეთ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. უკრაინა თავს იცავს და არ დათმობს თავის თავისუფლებას. უკრაინას აქვს უფლება იყოს დამოუკიდებელი, თავისუფალი სახელმწიფო,” – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები