სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ამის შესახებ „ფორტუნას“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ნებისმიერი მსურველი, მომსახურებას, ვაქცინაციის პროცესში ჩართულ, 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა, სანოფი პასტერის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე, მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს, 5 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე კი ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო გახდა. მოგვიანებით ვადამ 30 ნოემბრამდე გადაიწია.
გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე ➡ გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები