“ყველა ქართველი ქაბულიდან უსაფრთხოდ მოემართება სახლისკენ”,-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერზე დაწერა.
ზურაბიშვილი პროცესში დახმარებისთვის პარტნიორ ქვეყნებს მადლობას უხდის.
„ყველა ქართველი ქაბულიდან უსაფრთხოდ მოემართება სახლისკენ. მადლობელი ვართ ჩვენი ბრიტანელი, თურქი და ამერიკელი პარტნიორების, რომლებიც მათ ევაკუაციაში დაგვეხმარნენ. ჯერ კიდევ შემაშფოთებელი ვითარებით, სოლიდარობას გამოვხატავ ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ევაკუაციის პროცესს ახორციელებენ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.