LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველა რუსი ქალი უბედურია“ – რუსი მსახიობი ოქსანა აკინიშინა

578
oksana

მსახიობმა, ოქსანა აკინიშინამ გამოცემა Esquire-ს ინტერვიუ მისცა და ახალ პროექტებზე საუბრის პარალელურად, რუს ქალებზეც გააკეთა კომენტარი. აკინიშინა მიიჩნევს, რომ რუს ქალებს ბედნიერების უფლება წართმეული აქვთ, რადგან მათ ბედნიერების განცდა უბრალოდ არ შეუძლიათ:

„ფემინიზმი რუსეთში განსხვავდება ფემინიზმისგან ევროპაში. კი, ის თითქოს თანასწორუფლებიანობის იდეას ეფუძნება, მაგრამ ევროპაში ეს იდეა უფრო ღრმაა. ჩვენს დედებსა და ბებიებს ჰქონდათ ქორწინებები, რომლებიც დაიგეგმა ომის შემდგომ პერიოდში. ეს იყო რაციონალური და არა გრძნობებზე აგებული ურთიერთობა. ამას მოჰყვა ჯაჭვური რეაქცია, ცივმა ქალებმა ასეთივე შვილები გაზარდეს. ესაა ფსიქიკის რყევა, ესაა ბედნიერების არარსებობა. ამიტომაც გამოვიდა, რომ რუს ქალებს ბიოლოგიურად აქვთ კოდი, მათ არ აქვთ ბედნიერების განცდა, ყველა რუსი ქალი უბედურია“ – ამბობს აკინიშინა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g