LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, სურსათის მაღაზიისა და აფთიაქის გარდა – პრემიერის საგანგებო განცხადება

917
BeFunky-collage (2)

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მთავრობამ დამატებითი ღონისძიებების გატარების გადაწყვეტილება მიიღო. პრემიერის თქმით, რადგან ქვეყანაში იწყება შიდა გავრცელების ეტაპი, იძულებულები არიან მიიღონ დამატებითი აკრძალვები. კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება, გარდა სასურსათო მაღაზიების, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურების.

“მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი სადგურისა, საფოსტო გზავნილებისა და საბანკო განყოფილებებისა იყოს დახურული”- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამასთან, პრემიერის თქმით, დღეის მდგომარეობის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.

შეგახსენებთ, კოვიდ 19 საქართველოში კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურა – ქვეყანაში უკვე 40 ინფიცირებულია. ერთ-ერთი პაციენტი, რომელსაც ვირუსი დღეს დაუდასტრუდა 80 წლისაა, ის თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ასაკოვანი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

დღეს აღებული 10 ტესტიდან კორონავირუსი არცერთს არ დაუდგინდა - ბოლო ინფორმაცია ინფექციურიდან

როგორია კორონავირუსით დაავადებული ასაკოვანი პაციენტის მდგომარეობა?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g