LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველა უბედურება, რაც გვჭირს და რაც ტრიალებს სააკაშვილის თავს, სტარტს სწორედ ე.წ ვარდების რევოლუციიდან იღებს: ნათელაშვილი

120
1

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ვარდების რევოლუციის 18 წლისთავს ეხმიანება და პოლიტიკურ მოვლენებს აფასებს.

ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყველა უბედურება, რაც ქვეყანას დღეს სჭირს, სტარტს სწორედ ე.წ ვარდების რევოლუციიდან იღებს.

მისივე თქმით, 2003 წლის 23 ნოემბრამდე სიტუაცია დამაიმედებელი იყო და ქვეყანაში მრავალპარტიული დემოკრატიის შესაძლებლობა ჩნდებოდა, რაც რევოლუციამ ერთი ხელის დაკვრით დასრულა და რის მწარე შედეგებსაც, ნათელაშვილის თქმითვე, საზოგადოება კიდევ დიდხანს მოიმკის:

“ყველა უბედურება, რაც დღეს გვჭირს, მათ შორის, რაც ტრიალებს მიხეილ სააკაშვილის თავს, სტარტს იღებს სწორედ ე.წ ვარდების რევოლუციიდან, რაც კონსტიტუციურად იყო სახელმწიფო, ძალადობრივი გადატრიალება იმავე სახელმწიფო აპარატის თანხმობით, რომლის მაშინდელ პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს სჭირდებოდა ხელშეუხებლობა ჩადენილ უამრავ ცოდვაზე, გეოპოლიტიკურად კი აღნიშნული წარმოადგენდა რუსეთ-ამერიკის მაშინდელი ხელმძღვანელობის დროებით გარიგებას რეგიონში კონტროლის შენარჩუნებაზე ორივე მხრიდან.

რაც მთავარია, სწორედ მაშინ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ექსპანსია, რომელმაც კარგად გამოიყენა ამ გადატრიალების დამფინანსებლის სტატუსი და მაშინვე დაიწყო სახელმწიფო სისტემის შესყიდვა.

არადა სიტუაცია 2003 წლის ამ დღემდე იყო დამაიმედებელი, შევარდნაძემ ვერ გაიყვანა უმრავლესობა, ახლადარჩეულ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ხუთი პოლიტიკური პარტია, თვითონ შევარდნაძეს ექვს თვეში ეწურებოდა კონსტიტუციური ვადა და მიდიოდა სამუდამოდ, ქვეყანაში ისახებოდა მრავალპარტიული დემოკრატიის კვირტები, რაც იმ ვითომ რევოლუციამ ერთი ხელის დაკვრით დაამთავრა და რის მწარე შედეგებსაც კიდევ დიდხანს მოვიმკით.

არ დამიწერია ეს პოსტი ვინმეს საწყენად. ესაა შიშველი სიმართლე, რომლის ხმამაღლა თქმის გარეშეც ამ მოჯადოებული წრიდან ვერ გამოვალთ.” – წერს შალვა ნათელაშვილი “ფეისბუქში”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g