აქციები არა მხოლოდ არ შეწყდება, არამედ გაფართოვდება, ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი გახდება და 16 დეკემბერს ჩვენ მივიღებთ ერთ გადამწყვეტ დიდ აქციას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს მოუწოდებს, მინიაქცია და მინიპროპაგანდა მოაწყონ.
„ყველაფერი გამოვა. ვინც მიყურებთ საქართველოში, ვინც საზღვარგარეთ ხართ, ემიგრანტები და იქ ყველგან მოვიგეთ – ყველა ვურეკავთ ახლობლებს, ნათესავებს, ყველამ მოაწყოს თავის მინიაქცია, მინიპროპაგანდა და ჩვენ 16-ში შევცვლით ყველაფერს. 16 არის ძალიან დიდი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში თუ კარგად ვიმუშავებთ და ყველანი ვიმუშავებთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
“მთელი ამ ხნის განმავლიბაში დაგვაკომპლექსეს იმის ძახილით, რომ “ამათ რევოლუცია უნდათ”, “ამათ არეულობა უნდათ, დესტაბილიზაციას გამოიწვევენ.”
ახლა ჩვენ დავადექით მშვიდობიანი პროსტესტის გზას და ჩვენ ამისი არ უნდა გვეშინოდეს,იმიტომ რომ ყველაზე საშიში ახლა არის უმოქმედობა, ყველაზე საშიში ახლა არის ხელების ჩამოშვება, ყველაზე საშიში არის არაფრის კეთება,” – წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე.“