LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი დალიეს: წლის მთავარი წვეულება – სიტიმ აღლუმი მოაწყო და გიჟურად აღნიშნა

112
download

„სიტიმ“ საჩემპიონო აღლუმი მოაწყო.

2022/23 წლების სეზონში გუნდმა მოიგო ინგლისი ჩემპიონატი, ინგლისის თასი და ჩემპიონთა ლიგა.

„სიტის“ ავტობუსმა მანჩესტერის ქუჩებში მიმოიარა, ფანები მიესალმნენ თავის გმირებს.

სტარტი ოდნავ გადაიდო წვიმის გამო, მაგრამ შტორმის გაფრთხილების მიუხედავად, ამ დღეს არავინ გაიფუჭებდა. ზეიმი ჯერ კიდევ ავტობუსამდე დაიწყო, ტრამვაიში.

მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ სიგარა გააბოლა.

მთავარი გმირი ჯეკ გრილიში იყო, ბიჭი, რომელმაც გულიანად იცის მოლხენა და ინგლისის წვეულების ნომერ პირველ მოყვარულად არის ცნობილი.

როდესაც „სიტიმ“ ჩემპიონობა იზეიმა, გვარდიოლამ თქვა, რომ ფეხბურთელებმა მანჩესტერში მთელი ალკოჰოლი დალიეს. ახლა ქალაქში არაფერი დარჩა.

„საუკეთესო გუნდი დედამიწაზე“ – აწერია მწვრთნელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები