„ყველაფერი გამოვიდა, 30 წელია, ვცხოვრობთ და მოვდივართ 4 ფანტასტიკურ შვილთან ერთად“, – ამის შესახებ ახალ YouTube გადაცემაში, „შენი ამბავი თაიასთან” UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას დედა, ინგა თოფურია საუბრობს.
„რაც გავიარე, ილიამ რომ პირველი ქამარი აიღო, პირველი რაც გავიფიქრე ჩემთვის ეს იყო, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა…” – UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას დედა, ინგა თოფურია აფხაზეთზე, ომზე, ემიგრაციასა და შვილებზე
ამის შესახებ ახალ YouTube გადაცემაში, „შენი ამბავი თაიასთან” UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას დედა, ინგა თოფურია საუბრობს.
გადაცემის პირველ ეპიზოდში ინგა თოფურია უამრავ თემაზე, მათ შორის განვლილ, რთულ გზაზე, ემიგრაციასა და ოჯახზე ჰყვება.
ინგა თოფურიამ ემოციურად ისაუბრა მეუღლესა და შვილებზე:
„გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელმაც ადამიანობა გამოიჩინა, მე ასე ვეძახი ამ ყველაფერს. ანუ არის სიყვარული, ურთიერთობა, გრძნობები, მაგრამ ყველაფერი მოდის ადამიანობიდან.
გამოიჩინა ადამიანობა გაცნობის პირველივე წუთიდან და დამარწმუნა, იმაში, რომ უნდა დავიწყო ყველაფერი თავიდან და უნდა გავაგრძელო ცხოვრება ჩემი შვილების გამო და ყველაფერი გამოვიდა. 30 წელია ვცხოვრობთ ერთად და მოვდივართ 4 ფანტასტიკურ შვილთან ერთად“, – ამბობს ინგა თოფურია.
ცნობისთვის, „შენი ამბავი თაიასთან” ახალი YouTube გადაცემაა, რომლის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი, თაია გამთენაძეა.
გადაცემა ვრცლად