LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი გავაკეთე, მე დავთმე პირადი ცხოვრებაც კი, რომ ბიჭი გამეზარდა“ – ნანული სარაჯიშვილი საკუთარი ცხოვრების უმთავრეს პასუხისმგებლობაზე

330
ნანული სარაჯიშვილი

მსახიობმა, ნანული სარაჯიშვილმა, გადაცემა „შუადღის“ რუბრიკაში „დაუვიწყარი ემოცია“, საკუთარი ცხოვრების უმთავრეს პასუხისმგებლობასა და პიროვნულ არჩევანზე ისაუბრა.

მსახიობი იხსენებს რთულ პერიოდს, როდესაც დის გარდაცვალების შემდეგ, დისშვილის აღზრდა საკუთარ თავზე აიღო. ნანული სარაჯიშვილი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებამ მისი ცხოვრების წესი სრულიად შეცვალა, რაც მოითხოვდა პირადი ინტერესების დათმობასა და განსაკუთრებულ სიმტკიცეს.

„ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი, ნათელი წერტილი ჩემი დისშვილია, რომელიც მე გავზარდე. უფრო მეტი პასუხისმგებლობა მქონდა – ხომ იცი, შენი გაჩენილი რომ არ არის და ჩემი დაც რომ აღარ იყო… ყველაფერი გავაკეთე, ჩემი პირადი ცხოვრებაც კი დავთმე, რომ ეს ბიჭი გამეზარდა. მაშინ არეული პერიოდი იყო, ბიჭის გაზრდა კი უფრო რთულია, მაგრამ მე ეს შევძელი“, – ამბობს მსახიობი ანონსში, რომელიც გადაცემის „შუადღე“ გვერდზე ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g