ყველაფერი ინტერნეტ რეკლამირების შესახებ
თანამედროვე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ეფექტური ინტერნეტ რეკლამირების სტრატეგიის ქონა და მისი ჯეროვნად განხორციელება.
ინტერნეტ რეკლამირება საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ეფექტურად მიაწოდოთ ხმა, რაც შეიძლება მეტ დაინტერესებულ ადამიანს, მინიმალური რესურსების გამოყენებით.
რეკლამირების გარდა, კომპანიისთვის ინტერნეტ სივრცეში წარმატების მისაღწევად საჭიროა, როგორც მინიმუმ:
- მომხიბვლელი საიტი,
- საინტერესო კონტენტი,
- აქტიური სოციალური მედია გვერდები.
ყველაფერი ეს ერთიანობაში ქმნის ციფრული მარკეტინგის განხორციელების საფუძველს, რომლის როლიც ყოველდღიურად იზრდება.
რატომაა მნიშვნელოვანი ინტერნეტ რეკლამირება ბიზნესისთვის?
ინტერნეტ რეკლამირება მილიარდობით დოლარიანი ბაზარია, 2016 წელს მსოფლიოში ინტერნეტ რეკლამირებისთვის დაიხარჯა 150 მილიარდ დოლარზე მეტი, რაც სატელევიზიო რეკლამაში დახარჯული თანხებს უტოლდება.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 2017 წელს ინტერნეტ რეკლამის ბაზარი პირველად გადაუსწრებს სატელევიზიო რეკლამის ბაზარს და ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.
ყველაფერი ამის მიზეზი ინტერნეტ რეკლამირების ბუნება, კერძოდ იგი სხვა სარეკლამო საშუალბებისგან შედარებით უფრო ეფექტური, მარტივი, მოქნილი, იოლად შეფასებადი და რაც მთავარია შედეგიანია.
Looking for a hassle-free way to sell your property? Explore the services offered by https://www.companiesthatbuyhouses.co/north-carolina/home-buying-company-kinston-nc/ for a seamless selling experience.
რეკლამა საძიებო სისტემებში
ადამიანთა უმრავლესობა ყოველდღიურად რაღაცას ეძებს სხვადასხვა საძიებო სისტემაში, როგორიცაა Google, Yahoo, Yandex და სხვა.
ინტერნეტში ძიებას სხვადასხვა მიზანი შეიძლება ჰქონდეს: სასწავლო, საგანმანათლებლო, სამოგზაურო და სხვა.
ბიზნესის გადმოსახედიდან მნიშვნელოვანია ისეთი ინტერნეტ ძიება, რომელიც პროდუქტის/მომსახურების შეძენის მიზნით ხორციელდება.
ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ინტერნეტში ეძებს მისთვის სასურველ პროდუქციას, ამიტომაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია სწორედ მათი პროდუქცია გამოუჩნდეს მომხმარებელს უპირველესყოვლისა.
ამის საშუალებას იძლევა საძიებო სისტემაში რეკლამირება, საქართველოში ყველაზე გამოყენებადი და შედეგიანი სარეკლამო ბაზა არის გუგლ ადვორდსის სისტემა (გუგლის საძიებო სისტემა), რომელიც საშუალებას იძლევა პირველი გამოუჩინოს თქვენი საიტი მომხმარებელს.
მაგალითი:
როგორც ხედავთ სიტყვა „დასუფთავება“-ზე გუგლში ძებნის პირველი წარმოდგენილი საიტი დარეკლამებულია, ანუ მხოლოდ იმიტომ არის პირველ გვერდზე ეს საიტი, რადგან მისი მესაკუთრე უხდის ფულს გუგლს.
გუგლში რეკლამირებისას, შესაძლებლობა გაქვთ განსაზღვროთ თქვენი ბიუჯეტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება სარეკლამო კამპანია.
ასეთი ტიპის რეკლამა ძირითადად გამოიყენება ვებ-საიტზე დაინტერესებული მომხმარებლის მოზიდვისთვის.
შეიძლება ითქვას, რომ გუგლის რეკლამა, ეს არის მარტივი და შედეგზე ორიენტირებული შესაძლებლობა მოიძიოთ მომხმარებელი პასიურ რეჟიმში, ანუ მისცეთ საშუალება თავად მოგიძიონ მათ.
რეკლამირება სოციალურ მედიაში
სოციალური მედიის როლი ბიზნესის წარმოებაში უდავოდ დიდია, მათ შორის საქართველოშიც, სადაც უკვე ძალიან აქტიურად გამოიყენება სოციალური მედია პლატფორმები, მთლიან მარკეტინგულ სტრატეგიაში, მათ შორის ინტერნეტ რეკლამირების განხორციელებაში.
განსაკუთრებული ადგილი საქართველოს ბაზარზე უკავიათ ფეისბუქსა და ინსტაგრამს, რომლებიც ქართველ მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ.
თითქმის 2 მილიონი ქართველი არის გაწევრიანებული ამ ორ სოციალურ ქსელში, შესაბამისად ისინი ქმნიან ყველაზე ძლიერ სარეკლამო ჰაბს საქართველოში.
IRIS ფეისბუქის მართვა / ადმინისტრირება
სოციალურ მედიაში რეკლამირება საშუალებას აძლევს ბიზნესს მოახდინოს აუდიტორიის დეტალური სეგმენტაცია: სქესის, ასაკის, ინტერესების, გეოგრაფიისა და სხვა ელემენტების მიხედვით.
გარდა ამისა, რეკლამირების მიზნობრიობიდან გამომდინარე განსხვავდება რეკლამის ტიპები: რეკლამა ლაიქების მოსაგროვებლად, რეკლამა მეტი ჩართულობისთვის, საიტზე გადასასვლელი რეკლამა და ა.შ.
ბანერები
ინტერნეტ რეკლამირების უძველესი ფორმაა ბანერების გამოქვეყნება, თუმცა აღნიშნულმა მეთოდმა გაიარა ევოლუციის გზა და დღეს ბევრად უფრო ეფექტურად, სისტემური ტექნოლოგიების მეშვეობით ხდება ბანერების რეკლამირება.
ამის საშუალებას იძლევა ისეთი სისტემები, როგორიცაა მაგალითად გუგლის პარტნიორი საიტებზე რეკლამირების სისტემა, რომელიც არეკლამებს თქვენს ბანერს არა ერთ კონკრეტულ საიტზე, არამედ მთლიან ქსელში რომელიც შედგება ათასობით საიტისგან.
თქვენი რეკლამა ჩნდება იქ სადაც ყველაზე მეტად აინტერესბს მოხმარებელს.
ციფრული ბანერების შედეგიანად გამოყენებისთვის, საჭიროა უზრუნველეყოთ მაქსიმალური ვიზუალური ეფექტის შექმნა.
ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ცოტაოდენი კრეატიულობა, პროფესიონალური ფოტოების გადაღება და ფოტოშოპი.
მიუხედავად იმისა, რომ ბანერებით რეკლამირებას გაჩნია თავისი ნიშა და ჯერ კიდევ ბევრი ადამიანი იყენებს ასეთ რეკლამას, საქართველოში არსბეული ტენდენციებიდან გამომდინარე, მისი გამოყენება არც ისე ეფექტურია, რადგან იგივე ბიუჯეტით შესაძლებელია ბევრად უფრო დიდი შედეგების მიღება ფეისბუქში რეკლამირებისთვის.
საბანერო რეკლამა კარგია, როდესაც ყველა სხვა უფრო ეფექტური სარეკლამო პლატფორმაც შედის თქვენს ერთიან სარეკლამო სტრატეგიაში.
მობილური რეკლამა
თუ არსებულ ტენდეციების გადავხედავთ, მობილური სივრცე არის ინტერნეტ რეკლამირების მომავალი, მასზე არსებული ზრდადი მოთხოვნიდან გამომდინარე.
აღნიშნულის დანახვა ჩვენი ყოველდღიურობიდანაც მარტივად არის შესაძლებელი: ჩვენს გარშემო ყველას უჭერია მობილური, ყოველთვიურად ვითარდება მათი ფუნქციები და შესაძლებლობები, ადამიანები კომპიუტერზე და ტელევიზორზე მეტად სწორედ მობილურს იყენებენ.
ამიტომაც, ინტერნეტ გიგანტები, ისეთები, როგორიცაა მაგალითად გუგლი და ფეისბუქი დიდ ინვესტიციებს დებენ მობილური სივრცის გასავითარებლად, შესაბამისად ეს სფერო მეტად მნიშვნელოვანი ხდება ბიზნესისთვისაც.
პირველი რაც ნებისმიერმა კომპანიამ უნდა გააკეთოს, სანამ რეკლამირებას გადაწყვეტს მობილურ სივრცეში, გახლავთ საკუთარი საიტის ადაპტირება მობილური ხელსაწყოების მიმართ ან ალტერნატიული მობილური საიტის დამზადება.
გარდა ამისა, იზრდება მობილური აპლიკაციების რიცხვიც, სულ უფრო ბევრი ქართული კომპანიაა დაკავებული მობილური აპლიკაციების დამზადებით, რაც პოზიტიურად შეიძლება იქნეს შეფასებული.
ასევე საკმაოდ ხშირია სმს მარკეტინგისა და მობილური აპლიკაციების რეკლამირების გამოყენებაც ციფრული მარკეტინგულ საქმიანობაში.
ბევრი ფიქრობს, რომ იმეილ მარკეტინგმა დაკარგა თავისი როლი, თუმცა ჩვენ ამ პოზიციას არ ვიზიარებთ.
იმეილ მარკეტინგი დღესაც აქტუალურია და მისი ეფექტური წარმოება დიდი შედეგების მომტანიც შეიძლება იყოს ნებისმიერი ბიზნესისთვის.
თუმცა იმისათვის, რომ მიიღოთ შედეგი იმეილ მარკეტინგის გამოყენებით, მნიშვნელოვანია უფრო კომპლექსური სტრატეგიის განხორციელება.
რაც გულისხმობს მხოლოდ მშრალი იმეილების დაგზავნის ნაცვლად, საინტერესო და სასარგებლო მეილების სისტემატიურად დაგზავნის სტრატეგიის შექმნას.
თქვენ უნდა მიაჩვიოთ მომხმარებელი, რომ სანდო და სასარგებლო მეილებს უგზავნით და შემდგომ შეაპაროთ თქვენი მომსახურებებიც, ასევე საინტერესოდ და სარგებლიანად.
ვიდეო მარკეტინგი
ვიდეო რეკლამირების უპირატესობა მის შესაძლებლობაშია გადასცეს მომხმარებელს ინფორმაცია, არამხოლოდ სტატიკური, წერილობითი სახით, არამედ ვიზუალური, ვერბალური და ფსიქოლოგიური ელემენტების გამოყენებით.
ასეთი ტიპის რეკლამირება მოიცავს, ყველა სხვა ტიპის კონტენტს: ფოტოებს, ანიმაციას, ტექსტს და ეს ყველაფერი ერთად განაპირობებს ერთიანი ეფექტის შექმნას მომხმარებლისთვის.
საიდუმლო არ არის, რომ აუდიო და განსაკუთრებით ვიზუალური ინფორმაცია უფრო მარტივად და დადებითად აღქმადია მომხმარებლებისთვის.
ამიტომაც, ვიდეო მარკეტინგი ძლიერი საშუალებაა მოახდინოთ გავლენა მომხმარებელთა არაქვეცნობიერზე და შესაბამისად მიაღწიოთ ყველა დასახულ მიზანს უფრო ეფექტურად.
გარდა ამისა, ვიდეო რეკლამირება მაგალითად ფეისბუქზე უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ჩვეულებრივი პოსტისა.
რემარკეტინგი
რემარკეტინგი საკმაოდ ძლიერი საშუალებაა, მიიღოთ მაქსიმალური ეფექტი ინტერნეტ რეკლამირებისას, რაც შეიძლება მცირე დანახარჯებით.
მისი საფუძველი არის მომხმარებელთა წარსული ქცევის ანალიზი, რაც ავტომატურ რეჟიმში ხორციელდება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით.
მაგალითად, რეკლამის ჩვენება იმ პირებისთვის, რომლებიც თქვენს საიტს ან/და კონკრეტულ გვერდს უკვე სტუმრობდნენ წარსულში.
საქართველოში რემარკეტინგის გამოყენება ხდება ისეთ პლატფორმებზე, როგორიცაა გუგლი და ფეისბუქი.
ალბათ შეგიმჩნევიათ, რაიმე პროდუქტის ძებნის შემდგომ, ფეისბუქი ავტომატურად გაჩვენებთ მსგავსი პროდუქტების რეკლამებს, ეს სწორედ რემარკეტინგია, რომელიც თქვენ მიმართ გამოიყენება.
რემარკეტინგის მთავარი უპირატესობა ზუსტი აუდიტორიის ფორმირებაშია, რაც განაპირობებს უკეთეს შედეგებს თქვენი სარეკლამო კამპანიისთვის.