ბუტიკი KING & I მომხმარებლებს ტანისამოსს, ფეხსაცმელს, ქალის თეთრეულს, სხვადასხვა აქსესუარსა და პარფიუმერიას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა, ირინოლა ლებანიძემ აღნიშნა, პროდუქცია ამერიკიდან ჩამოაქვს და ამ ეტაპზე მსურველებს გარკვეულ კოლექციაზე ფასდაკლებასაც სთავაზობს.
მისივე ინფრომაციით, ტანისამოსის ფასები 15 ლარიდან, ფეხსაცმლის 100 ლარიდან, ხოლო თეთრეულის – 20 ლარიდან იწყება.
” ჩვენი მაღაზია განსხვავებულ ინტერიერს გთავაზობს. ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ მსრუველებს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქცია შევთავაზოთ”,- განაცხადა ლებანიძემ.
ბუტიკი KING & I ზუბალაშვილების 7 ნომერში მდებარეობს.