ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა. ხალხი შუა სიტყვაში შემოეცალა და რუსთაველი ჩააბნელა, რომ არ გვენახა, – აღნიშნულის შესახებ პარტია ,,ახალის” თანადამფუძნებელი, ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
,,ყველაფერი, რაც ილაპარაკა, სისუსტემ ალაპარაკა.
ხალხი შუა სიტყვაში შემოეცალა და რუსთაველი ჩააბნელა, რომ არ გვენახა.
ამ ქვეყანაში სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში ვეღარასოდეს აირევა, ღირსება და დამოუკიდებლობა შინაარსისგან ვერ დაიცლება და ცარიელ სიტყვებად არ იქცევა…
იმარჯვებს ის ვისაც სჯერა, იმარჯვებს ის ვინც იბრძვი”, – წერს ნიკა მელია.