LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პარლამენტში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება“ – ევროპარლამენტის პრეზიდენტი

118
რობერტა მეცოლა

„ვფიქრობ, რომ თბილისის მოედნებზე ევროკავშირის დროშების სცენები ჩვენთან დარჩება. ეს იყო ძლიერი გზავნილი იმ ხალხისა, რომელსაც ევროპის გულში ყოფნა სურს“, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

აღნიშნული განცხადება ევროპარლამენტის პრეზიდენტმა სტრასბურგში გააკეთა, სადაც სახაროვის პრემიის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა:

„ეს არის გზავნილი, რომელიც გვიბიძგებს ჩვენ იმისკენ, რომ ზურგი არ შევაქციოთ. სწორედ ეს არის ის, რასაც გვთხოვენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც მოგვმართეს და გვითხრეს: „გთხოვთ, ჩვენ გვსურს ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ, თვალი არ აგვარიდოთ“. ასე რომ, ყველაფერი, რაც საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიის საფუძვლებს, ასევე საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ პარლამენტში ძლიერ წინააღმდეგობას წააწყდება და ამაში შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ“, – განაცხადა მეცოლამ.

მისი თქმით, დგანან იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ:

„ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ხვალ და ზეგ ევროპულ საბჭოს ვესწრები და ეს არის გზავნილი, რომელიც თან მიმაქვს. ჩვენ ვეძებთ სტრატეგიულ ავტონომიას, რომელიც ევროკავშირს სჭირდება ძლიერი კონტინენტისთვის, მათ შორის მის სამეზობლოში და იმ ქვეყნების გაწევრიანების კუთხით, რომლებსაც სურთ გაწევრიანება. მედიის თავისუფლებასა და დაცვასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტი მტკიცეა“, – აღნიშნა მეცოლამ ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას.

ცნობისთვის, ევროპარლამენტში სახაროვის პრემიის გამარჯვებულების, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების – „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელისა და ბელარუსი ჟურნალისტის, ანდჟეი პოჩობუტის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

ანდჟეი პოჩობუტის სახელით ჯილდო მის ქალიშვილს, იანა პოჩობუტის გადასცეს, მზია ამაღლობელის სახელით კი ჟურნალისტ ირმა დიმიტრაძეს. ანდჟეი პოჩობუტი და მზია ამაღლობელი სახაროვის პრემიის გამარჯვებულებად მიმდინარე წლის ოქტომბერში დასახელდნენ. პრემიის გამარჯვებულებს 50 000 ევრო გადაეცემათ.

ცნობისთვის, სახაროვის სახელობის პრემია 1988 წელს ევროპის პარლამენტის მიერ დაარსდა. ჯილდო ყოველწლიურად ადამიანის უფლებების და ძირითადი თავისუფლებების, დემოკრატიის განვითარების და კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლის პატივისცემის და უმცირესობის უფლებების დაცვის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის გაიცემა.

⭕💬„მზიას ბრძოლა ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებისთვის შუქურად დგას ყველა მათთვის, ვინც თვლის, რომ თავისუფლება და ღირსება…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g