LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერი შეგვიძლია! ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათაც მოვიშორებთ – ზურაბ ჯაფარიძე

137
ფორტუნა (28)

თუ კიევი დაეცემოდა, გასაგებია, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, დავკარგავდით ყველაზე ძვირფასს, რაც გვაქვს – დამოუკიდებლობას, – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც მან უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებმა დაკარგეს იმედი, რომ ქვეყნის აშენება კიდევ შესაძლებელია, თუმცა აქციაზე შეკრებილი ხალხი ამ აზრის უარყოფაა.

„24 თებერვალი არის თარიღი, როცა ჩვენ თვალწინ, სამყარო ორად გაიყო. ერთი წლის წინ ამ დღეს მთელ ცივილიზებულ სამყაროს სჯეროდა, რომ სამ დღეში კიევი დაეცემოდა. თუ ეს მოხდებოდა, გასაგებია, რა დაემართებოდა ჩვენს ქვეყანას, დავკარგავდით ყველაზე ძვირფასს, რაც გვაქვს – დამოუკიდებლობას. მიუხედავად ამისა, მერე სასწაული მოხდა. პირდაპირ ეთერში ვუყურებთ, როგორ გააჩერეს უკრაინელებმა ბოროტების იმპერია და მე შეიძლება ცხოვრებაში მეორედ მოვესწრო ამ იმპერიის რღვევას. 24 თებერვალს მორალსა და ამორალურობას შორის, თეთრსა და შავს შორის ძალიან მკვეთრი ხაზი გაივლო.

ის, რომ დღეს თქვენ აქ ხართ, ნიშნავს იმას, რომ თქვენ ამის ახსნა არ გჭირდებათ. არ გჭირდებათ იმის გაგება, ამ ბრძოლაში ვინ არის სიკეთის მხარეს და ვინ – ბოროტების. საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან იმის გამო გარბიან, რომ მათ დაკარგეს იმედი. არ სჯერათ, რომ ჩვენ შევძლებთ ამ ქვეყნის აშენებას, მაგრამ თქვენ დღეს აქ რომ დგახართ, ეს ამ აზრის უარყოფაა. ყველაფერი შეგვიძლია! ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ამათაც მოვიშორებთ!

დიდება უკრაინას და დიდება საქართველოს!“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ვდგავართ უკრაინასთან“ – სოფო ნიჟარაძე რუსთაველის გამზირიდან კადრებს გვიზიარებს

ამ ერს ვეღარ გაარუსებენ! ამ ერს პუტინის მეთოდებით ვეღარ მოათვინიერებენ – ინგა გრიგოლია

მაკა ჩიჩუა: მსოფლიოში ჩვენი კუთვნილი ადგილი უნდა დაგვეკავებინა, თუმცა სამარცხვინო კუთხეში აღმოვჩნდით

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები