ჯენიფერ ენისტონმა გამოცემა Harper’s Bazaar-თან ინტერვიუში პირველად ისაუბრა დეტალურად 20-წლიან ბრძოლაზე უშვილობასთან.
მსახიობის თქმით, საზოგადოებას წლების განმავლობაში ჰქონდა მცდარი შეხედულება, თითქოს იგი არასოდეს იყო დედობაზე ორიენტირებული და კარიერას ყველაფერს ამჯობინებდა.
„ძალიან რთული გზა გავიარე… არავინ იცოდა, რა გადავიტანე 20 წლის განმავლობაში, რადგან მე არ ვსაუბრობდი ჯანმრთელობის პრობლემებზე. ეს არ არის სხვისი საქმე. მაგრამ ვეღარ დავხუჭე თვალები. ამბობდნენ, თითქოს ოჯახი იმიტომ არ მინდოდა, რომ ეგოისტი ვარ. ყველაფერი ვცადე, ხელოვნური განაყოფიერება, ჩინური ჩაი, კვერცხუჯრედის გაყინვაზეც კი ვფიქრობდი, მაგრამ უშედეგოდ“, – აცხადებს 56 წლის ენისტონი.
ჯენიფერი 2000-2005 წლებში დაქორწინებული იყო ბრედ პიტზე. მათი გაშორების შემდეგ არაერთი ჭორი გავრცელდა იმის შესახებ, თითქოს პიტი მას იმიტომ დაშორდა, რომ ჯენიფერი არ აპირებდა შვილების გაჩენას.

