ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მართმსაჯულება ამ საქმეზე დადგეს ბოლომდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების საქმის გამოძიების თემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურს ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.
„ჩვენ მივიღებთ პრინციპულ გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ სისხლის სამართლის ამ კონკრეტულ საქმეზე გარდაცვლილი არასრულწლოვნების ოჯახებმა მიიღონ დამაკმაყოფილებელი პასუხები და მათ ჰქოდნეთ სრული განცდა იმისთვის, რომ სამართლიანობაა და ყველა დარჩენილ კითხვას გაეცეს პასუხი,“ – აღნიშნა თალაკვაძემ.
როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს პარლამენტმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირა.
ამ წუთებში კი, მთავარ პროკურატურასთან მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.