უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი დიპლომატები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა რუსეთის ბირთვული ინდუსტრია დაბლოკოს.
მისივე განმარტებით, ტერორისტული სახელმწიფოს ყველა თანამდებობის პირი და ისინი, ვინც მათ ატომური ელექტროსადგურით შანტაჟის ოპერაციაში ეხმარება, საერთაშორისო სასამართლომ უნდა გაასამართლოს.
„რუსული შანტაჟი ტერორთან დაპირისპირების კიდევ უფრო მეტ გლობალურ ძალისხმევას იწვევს. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიასა და ჩვენი ქვეყნის მეზობელ რეგიონებში რუსული კონტინგენტის ყოფნის ყოველი დღე ევროპისთვის რადიაციულ საფრთხეს იმდენად აძლიერებს, რომ ცივი ომის დროს არსებული დაპირისპირების პიკის მომენტებშიც კი, ეს არ მომხდარა.
უკრაინელი დიპლომატები და პარტნიორი სახელმწიფოების წარმომადგენლები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ ახალმა სანქციებმა რუსეთის ბირთვული ინდუსტრია დაბლოკოს. ტერორისტული სახელმწიფოს აბსოლუტურად ყველა თანამდებობის პირი, ისევე როგორც ისინი, ვინც მათ ატომური ელექტროსადგურით შანტაჟის ოპერაციაში ეხმარება, საერთაშორისო სასამართლომ უნდა გაასამართლოს. ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.