LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს სიმართლე ჰააგის სასამართლოშიც დამტკიცდეს, ბრძოლა დეოკუპაციისთვის გრძელდება: არჩილ თალაკვაძე

104
FORTUNA.GE-

“ჰააგის სასამართლოშიც მიმდინარეობს პროცესი. გულრწფელად შემიძლია გითხრათ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს სიმართლე ამ სასამართლოშიც დამტკიცდეს და იყოს აღიარებული”, – ამ განცხადებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტრასბურგის გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ ეხმიანება და ამბობს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის იუსტიციის სამინისტროსა და ხელისუფლების დაუღალავი შრომის შედეგი.

ჩვენ გავიმარჯვეთ! საქართველომ რუსეთს დავა მოუგო! – თეა წულუკიანი

თალაკვაძის განცხადებით, ახლა ხელისუფლება ყველაფერს ეცდება იმისათვის, რომ რუსეთ-საქართველოს საქმეში, ქვეყნის გამარჯვება ჰააგის სასამართლოშიც დამტკიცდეს.

როგორც თალაკვაძე ამბობს, დეოკუპაციისთვის მშვიდობიან ბრძოლა გრძელდება.

“ძალიან მასშტაბური საქმე გაკეთდა მტკიცებულებების წარსადგენად და ვაგრძელებთ ბრძოლას ქვეყნის დეოკუპაციისთვის. ეს ბრძოლა არის მშვიდობიანი, ეფუძნება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და აქ სიმართლე, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოების, არის საქართველოს მხარეს”. – განაცხადა თალაკვაძემ.

მან საზოგადოებას ქვეყნის სამართლებრივი გამარჯვება მიულოცა და იმ წვლილზე ისაუბრა, რომელიც აღნიშნულ გადაწყვეტილებაში “ოცნების” ხელისუფლებას მიუძღვის:

“მინდა მივულოცო საქართველოსა და ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება. ჩვენ უკვე ხელში გვაქვს წონიანი საერთაშორისო დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია რუსეთის მხირდან ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, ასევე, საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ, ეთნიკური წმენდის შესახებ.

რაც შეეხება ოპოზიციის სპეკულაციებს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ხელისუფლება არის ის ხელისუფლება და პოლიტიკური გუნდი, რომელმაც 700-ზე მეტი მტკიცებულება, მათ შორის ჭურვის ნამსხვრები, წარადგინა ევროსასამართლოში და სწორედ ამის შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ საქართველომ საერთაშორისო დონეზე თავისი სიმართლე დაამტკიცა. რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა თანაგუნდეებმა გააკეთეს არის ის, რომ მათ ხელი მოაწერეს ევროსაბჭოში რეზოლუციას, სადაც საქართველო ომის დაწყებაშია დადანაშაულებული. ეს არის განსხვავება ჩვენს შორის.” – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით საქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა! – თალაკვაძე

 

magti 5g