ხარკოვის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ოლქში რუსული ჭურვები საავადმყოფოს მოხვდა.
მისივე თქმით, პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაციაა საჭირო. საუბარია დაახლოებით, 70 ადამიანზე
“ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ხალხი გადავარჩინოთ”, — ამბობს ის.
ამასთან, როგორც სინეგუბოვი აღნიშნავს, ბალაკლეია ოლქის დროებით ოკუპირებული ნაწილია, სადაც მერი ოკუპანტებთან თანამშრომლობას დათანხმდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში