LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფრის თავიდან დაწყება გვიანი არასდროსაა“ – 57 წლის პამელა ანდერსონმა „ოქროს გლობუსის“ პირველი ნომინაცია მოიპოვა

106
page

2025 წლის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტთა სია ცნობილია. „საუკეთესო მსახიობი ქალის“ ნომინაციაში პამელა ანდერსონი დასახელდა, ფილმისთვის „უკანასკნელი მოცეკვავე“.

აღსანიშნავია, რომ ფილმი, კეიტ გერსტენის წიგნის მიხედვითაა გადაღებული, მისი რეჟისორი კი ჯია კოპოლაა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ 57 წლის მსახიობისა და სექს-სიმბოლოსთვის ეს პირველი „ოქროს გლობუსის“ ნომინაციაა.

პამელა ანდერსონი პრესტიჟულ აღიარებას დიდი ემოციებით შეხვდა.

„ყველაფრის თავიდან დაწყება და ახალი შესაძლებლობებისთვის ღიაობა, გვიანი არასდროსაა“, – განუცხადა პამელამ გამოცემა People-ს.

2025 წლის „ოქროს გლობუსის“ ნომინანტები ცნობილია

57 წლის პამელა ანდერსონი უმაკიაჟოდ, „ოსკარ დე ლა რენტას“ კაბაში ბრწყინავს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები